რას ნიშნავს იყო მარტოხელა დედა?ზოგისთვის, “ქმარგაშორებული” ქალი, რომელსაც შვილი/შვილები ჰყავს, მარტოხელა დედაა.ზოგისთვის, მარტოხელა დედობა “გამოყენებულ” და მერე “მიტოვებულ” გოგოობას ნიშნავს.სამართლებრივად, მარტოხელა დედა, არის პირი, რომელსაც ქორწინების გარეშე ჰყავს 18წლამდე ასაკის შვილი, თუ ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი, ბავშვის მამის შესახებ.ხშირად მიფიქრია ამ მდგომარეობაზე, უფრო თავიდან, სანამ შენებური წარმოდგენა გექმნება,იმაზე, თუ რას ნიშნავსვრცლად “მარტოხელა დედობის შიში”
Category Archives: Uncategorized
კი ან არა.
ყველას გვაქვს ცხოვრებაში რაღაც მომენტები, ძალიან რომ ვეცადოთ, სხვას აბსოლიტური სიზუსტით რომ ვერ გავუზიარებთ..ნამდვილად არის ამაში რაღაც, უცნაურად მიმზიდველი. წარმოიდგინეთ, რამდენი რამ შეიძლება იყოს სამყაროში მხოლოდ ჩვენი, რასაც ვერავინ წაგვართმევს და სულ რომ შეძლოს, იმდენად ჩვენია, მაინც ვერ გამოიყენებს. მგონია, რომ ბევრი ასეთი მომენტის დაჭერა უნდა შევძლოთ.. ჩვენი მომენტების, ბედნიერებისგან რომ აგვატირებს, გვაცინებს, ბევრს გვაოცნებებსვრცლად “კი ან არა.”
დასაწყისი.
არ ვიცი, ზოგადად, როგორ იწყებენ ხოლმე ბლოგის წერას, ბევრი ვარიანტი იყო.. დავიწყე, წავშალე, მერე ისევ ახლიდან დავიწყე და ისევ წავშალე. ჰოდა, ახლა ზუსტად ისე დავიწყებ, როგორც 3 წლის წინ, იმ განსხვავებით, რომ მაშინ მხოლოდ ორი ვარიანტი მქონდა, ან ვყოფილიყავი მარტოხელა დედა, ან გამეკეთებინა აბორტი. 18 წლის ვიყავი, ფეხმძიმობის გაგების შემდეგ, წარმოდგენაც არ მქონდა რა მოხდებოდა,ვრცლად “დასაწყისი.”